ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ვიხილეთ დადასტურებული ფაქტი იმისა, თუ როგორ გეგმავდნენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ქვეყანაში არეულობას

ჩვენ ყველამ დღეს კიდევ ერთხელ ვიხილეთ დადასტურებული ფაქტი იმისა, თუ როგორ გეგმავდნენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ქვეყანაში არეულობას. მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც სააკაშვილი დაბრუნდა საქართველოში, ეს იყო ქვეყნის არევა და რევოლუციის მოხდენა, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არჩევნები 2021“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს სახელმწიფო ინსტიტუტები მოწოდების სიმაღლეზე დგას.

„ჩვენ ყველამ დღეს კიდევ ერთხელ ვიხილეთ დადასტურებული ფაქტი იმისა, თუ როგორ გეგმავდნენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ქვეყანაში არეულობას. მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც სააკაშვილი დაბრუნდა საქართველოში, ეს იყო ქვეყნის არევა და რევოლუციის მოხდენა. მას შემდეგ, რაც სააკაშვილი აღმოჩნდა ციხეში, მათ დაიწყეს ამ გეგმის დამუშავება. მათი რეალური მიზანი იყო ის, რომ რამენაირად მომხდარიყო სააკაშვილის გადაყვანა კერძო კლინიკაში, რათა ეს გეგმა განხორციელებულიყო. მინდა მადლობა გადავუხადო სუსს მორიგი პროვოკაციის პრევენციისთვის. დღეს სახელმწიფო და ინსტიტუტები დგანან მოწოდების სიმაღლეზე, ჩვენ სრულად ვაკონტროლებთ სიტუაციას და არცერთ დესტრუქციულ ძალას არ მივცემთ უფლებას, ქვეყანა არიონ“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.