12:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 17.18%-ია – ცესკო

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში 12 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 17,18%-ია. პირველ ტურში აქტივობამ 17,72% შეადგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია აქვეყნებს.

12 საათიანი მონაცემების თანახმად, არჩევნებზე მივიდა 358 782 ადამიანი.

როგორც ცესკოში აცხადებენ, ყველაზე მაღალი აქტივობა კვლავ რაჭა-ლეჩხუმში ფიქსირდება. აქ საკუთარი არჩევანი უკვე გაკეთებული აქვს 24.6 პროცენტს.

ყველაზე დაბალი აქტივობა კვლავ მცხეთა-თიანეთშია – 13.2 %.

რაც შეეხება დედაქალაქს, აქტივობა 16.5%-ს შეადგენს, რაც 164 929 ამომრჩეველია.

თბილისში ყველაზე მაღალი აქტივობით გამოირჩევა დიდუბის ოლქი 17,7%-ით, ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა – 14,8% ისანშია.