სალომე სამადაშვილი – სააკაშვილის სიცოცხლე გადასარჩენია, ვადამდელი არჩევნები დასანიშნი, ამიტომ ბრძოლა ყველგან და ყველა ხერხით

საკრებულოს წევრები თუ არ ტოვებენ მანდატს, მაინტერესებს, რა შეიძლება მათ გააკეთონ უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე საკონსტიტუციო ცვლილების მიღებაა, – ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი „ფეისბუქზე“ წერს.

„ეს არჩევნები უკეთესი იყო? უფრო „ლეგიტიმური“, თუ რატომ ვრჩებით საკრებულოებში? დანიშნავს ბიძინა ვადამდელს 120/30 სისტემით და ისევე წყნარად გაიფორმებს უმრავლესობას, როგორც აქამდე უქნია.

სააკაშვილის სიცოცხლე გადასარჩენია. მისი თავისუფლება, მოსაპოვებელი. საკონსტიტუციო ცვლილება მისაღები. საერთაშორისო წნეხი-გასაზრდელი. ვადამდელი არჩევნები, სრულად პროპორციული სისტემით, დასანიშნი. რამდენად სწრაფად, ეს იმ მუხტით განისაზღვრება, რომელსაც ქუჩა აწევს. ამიტომ ბრძოლა ყველგან და ყველა ხერხით“,- წერს სამადაშვილი.