„ხანდაზმულებს ჩვენი ყურადღება სჭირდებათ, მათ უნდა იგრძნონ, რომ მარტონი არ არიან“

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოდერძი ბარბაქაძე, სოფელ აფენის მოხუცთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრს ესტუმრა და ცენტრის ბენეფიციარები მოინახულა.

ლაგოდეხის მუნიციპალურ ცენტრით 40-ი სოციალურად დაუცველი ხანდაზმული სარგებლობს, ადგილობრივი თვითმართველობის ბიუჯეტიდან ხორციელდება ყოველდღიური სადილით უზრუნველყოფა.

გოდერძი ბარბაქაძემ ბენეფიციალების მომუშავე პერსონალის პრობლემებს გაეცნო, პრობლემების გადაჭრის გეგმებზეც ისაუბრა.

15218572_1852806195008035_274963032_n

„ძალიან კმაყოფილი ვარ იმ ვითარებით, რაც დამხვდა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრში, დღევანდელი მდგომარეობით, 40-ი ბენეფიციალი სარგებლობს ცენტრის მომსახურებით, ჩვენი თანადგომა და დახმარება თითქმის ყველა ხანდაზმულს ესაჭიროება, საქართველოში  ბევრი ხანდაზმული ადამიანია, იმ ადამიანებს კი, რომლებსაც აქვთ შეზღუდული ესა თუ ის ფუნქცია,  უფრო მეტად ესაჭიროებათ ჩვენი დახმარება, მხარში ამოდგომა, რათა იგრძნონ რომ არ არიან მარტო. მინდა ყველას ვუთხრა- ჩვენც დავბერდებით“ -განაცხადა გოდერძი ბარბაქაძემ.

კომენტარის დატოვება