კვლევამ აჩვენა, რომ შესაძლებელია, ვაქცინის მე-4 დოზა არ დაგვჭირდეს 6 თვეში და გადაიწიოს მე- 9 ან მე- 12 თვისთვის – გიორგი ფხაკაძე

კვლევამ აჩვენა, რომ შესაძლებელია, მე-4 დოზა არ დაგვჭირდეს 6 თვეში და გადაიწიოს მე- 9 ან მე- 12 თვისთვის –  ამის შესახებ
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფკახაძე ,,ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს.

მისივე თქმით, იგი დეკემბერში ვაქცინის მესამე დოზით აცრას აპირებს.

„კვლევამ აჩვენა, რომ შესაძლებელია, მე-4 დოზა არ დაგვჭირდეს 6 თვეში და ის გადაიწევს 9 ან 12 თვისთვის. რა თქმა უნდა, იდეალური იქნებოდა, რომ მომხდარიყო გრიპის და კოვიდის ვაქცინების “შერწყმა” და გადავსულიყავით “სეზონურ მრავალკომპონენტიან ვაქცინაზე”. ვნახოთ, ჯერჯერობით კი 6 თვე არის “დაცულობის” ინდიკატორი. მე ვიცრები კოვიდვაქცინის მე-3 დოზით დეკემბერში, თქვენ?“, – წერს გიორგი ფხაკაძე.