სააკაშვილის საქმის მოსამართლე: სასამართლო პროცესების ციხეში გაგრძელებას არ გეგმავს – ტყუილს მოკლე ფეხები აქვს

დაცვის მხარის მოლოდინს, რომ სასამართლო აპირებს პროცესების პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარებას, თითქოს ფარსში მონაწილეობს, ამას აქვე დავუსვამ წერტილს – სასამართლო არ გეგმავს პროცესების ციხეში გაგრძელებას და ტყუილს მოკლე ფეხები აქვს, – ამის შესახებ სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების გაფლანგვის საქმის მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა დღევანდელ პროცესზე განაცხადა.

მისი თქმით, ციხეში სცდომის გამართვისთვის საკმარისი საფუძველი უნდა იყოს.

„მოგეხსენებათ, პენიტენციურშიც შეიძლება ჩატარდეს პროცესები, კანონმდებლობა იძლევა ამის შესაძლებლობას. მეც მქონია სხდომა ციხეში, მაგრამ ამისთვის საკმარისი საფუძველი უნდა იყოს და აუცილებლობა.

როგორც წესი, ეს ბრალდებულის იმგვარი მდგომარეობაა, რაც ეტაპირების საშუალებას არ აძლევს, მაგრამ ბრალდებული ითხოვს ამას. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულის მდგომარეობა გაცხადებული ინფორმაციით არის მძიმე, მაგრამ ბრალდებული არ ითხოვს ამას. ბუნებრივია, მის გარეშე ვერ მივიღებთ გადაწყვეტილებას.

რაც შეეხება დისტანციურ ფორმას, დაცვის მხარის მხრიდან არ მომისმენია ამაზე ინფორმაცია, თუ მოგვაწვდით ამ ინფორმაციას, მოხარული ვიქნები“,- განაცხადა ბადრი კოჭლამაზაშვილმა.