გაბრიელიუს ლანდსბერგისი – ბრიუსელში, დღევანდელ შევხედრაზე საქართველოში არსებული სიტუაცია ყურადღების მიღმა არ დარჩება, ასევე განვიხილავთ ყოფილი პრეზიდენტის, ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებით, აღმოსავლეთ პარტნიორობა ბრიუსელში დღევანდელი შეხვედრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ასევე, საუბარი შეეხება საქართველოში არსებულ ვითარებას.

„ჩვენ მოვუსმენთ ჩვენს კოლეგებს, რისი თქმა სურთ მათ. ჩვენ შეშფოთებული ვართ იმ მოვლენებით, თუ რა ხდება აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების საზღვრებთან. კერძოდ, უკრაინის საზღვრებთან რუსეთის მიერ სამხედრო აღჭურვილობისა და სამხედროების განთავსება ძალიან შემაშფოთებელია და ვფიქრობ, რომ ყურადღების დიდი ნაწილი ამ საკითხს დაეთმობა.

ასევე, საქართველოში არსებული სიტუაცია ყურადღების მიღმა არ დარჩება. ყოფილი პრეზიდენტის, ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება და მისთვის დახმარების აღმოჩენაზე მთავრობის რეაგირება იქნება განხილული“, – განაცხადა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.