ძილის დროს შუქის ჩაქრობის უფლებას არ აძლევენ – შეძახილების გამო იძულებულია, ტელევიზორი მაღალ ხმაზე ჩართოს – უკარინის სახალხო დამცველი სააკაშვილზე

ძილის დროს შუქის ჩაქრობის უფლებას არ აძლევენ – შეძახილების გამო იძულებულია, ტელევიზორი მაღალ ხმაზე ჩართოს – ამის შესახებ უკრაინის სახალხო დამცველმა,  ლუდმილა დენისოვამ განაცხადა.

მისივე თქმით, მესამე პრეზიდენტზე ფსიქოლოგიური და მორალური ზეწოლა გრძელდება.

“ამ მომენტისთვის მიხეილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უარყოფითი შეფასებები გვაქვს, ჯანმრთელობის მდგომარეობა თუ გაუარესდება, როგორ მოხერხდება მისი მკურნალობა და იქნება თუ არა შესაბამისი აღჭურვილობა ამაზეც არ გვაქვს ინფორმაცია.

მიხეილ სააკაშვილზე ფსიქოლოგიური და მორალური ზეწოლა გრძელდება. ძილის დროს შუქის ჩაქრობის უფლებას არ აძლევენ. იძულებულია, ტელევიზორი ბოლო ხმაზე ჩართოს, რადგან სხვა პატიმრების მხრიდან შეძახილები არ მოისმინოს, თავის მხრივ ესეც წამებაა”, – თქვა ლუდმილა დენისოვამ.