მამუკა მდინარაძე: ვინმე მოუწოდებს პატიმარ სააკაშვილს, რომ შეწყვიტოს შიმშილობა? მართლაც ხომ არ არის გართულების ინტერესი სხვა მხარეს?

ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებისკენ, რომელიც დაჟინებით მოითხოვა სტრასბურგმა, ვინმე მოუწოდებს პატიმარ სააკაშვილს, რომ შეწყვიტოს შიმშილობა? მართლაც ხომ არ არის გართულების ინტერესი სხვა მხარეს?, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენალურ სხდომაზე განაცხადა.

„შეუძლებელია ეს ინტერესი რომელიმე ადამიანს, თუ ის მართლაც ადამიანია, ჰქონდეს და თუნდაც ვინმე არაადამიანი იყოს ხელისუფლებაში, როგორ შეიძლება ეს ინტერესი ჰქონდეს, სიცოცხლეს როდესაც ეხება და ადამიანის ჯანმრთელობას? ვინც არ უნდა იყოს და რა ბნელი და დანაშაულებრივი წარსულის არ უნდა იყოს ის ადამიანი. როდესაც კადრებზე მიდის საუბარი, თავად არ ითხოვდნენ ამ კადრების გამოქვეყნებას სამი დღის განმავლობაში, თუ ეს მართლაც ტყუილია რასაც ჩვენ ვამბობთ? მოდით გამოაქვეყნონ კადრებიო და შემდეგ აღშფოთდნენ კადრების გამოქვეყნებაზე. ამ კითხვებზე პასუხის გაცემა იქნება თავად პასუხი იმ ფეიკზე, რასაც ვხედავთ ამ დღეების განმავლობაში“, – განაცხადა მდიბარაძემ.