ნიკა გვარამია: მიხეილ სააკაშვილი ძალიან ცუდად არის – ადამიანი შემოვიდა კედელ-კედელ, ვერ დგას წესიერად ფეხზე

მიხეილ სააკაშვილი ცუდად არ არის, მიხეილ სააკაშვილი ძალიან ცუდად არის , – ამის შესახებ ესპრეზიდენტის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ N18 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა.

„ერთადერთი შემიძლია ვთქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი ასეთი ფერის რამდენიმე დღის წინ რომ ვიყავი შესული, არ იყო ასე სუსტადაც არ იყო. ადამიანი შემოვიდა კედელ-კედელ, რეალურად ვერ დგას წესიერად ფეხზე. უკვე მგონია, რომ რამდენად სწორია, რომ ჩამოჰყავთ. მე თვითონაც უხერხულად ვგრძნობ თავს, რომ ჩემს გამო უნდა ჩამოვიდეს რა საქმეც არ უნდა იყოს.

რამდენჯერმე ადგა ფეხზე და ჩანს, რომ ქანაობს უკვე ადამიანი, ვერ იკავებს თავს და ვთხოვე, რომ დამჯდარიყო. მიხეილ სააკაშვილი ცუდად არ არის, მიხეილ სააკაშვილი ძალიან ცუდად არის, ჩემი შეფასებით”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.