ერთადერთი კლინიკა მე-18 დაწესებულებაა, რომელსაც ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს როგორ უმკურნალონ შიმშილობის შემდეგ პატიმრებს – კახა კალაძე

სახელმწიფო ყოველთვის ყველაფერს აკეთებდა მოშიმშილე პატიმრებთან მიმართებაში, რომ მათი ჯანმრთელობის უსაფრთხოება დაცული იყოს. რა თქმა უნდა, პატიმარ სააკაშვილის მიმართებაშიც ყველაფერს გააკეთებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ერთადერთი კლინიკა, არის მე-18 დაწესებულება, რომელსაც ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს, როგორ უმკურნალონ შიმშილობის შემდეგ პატიმრებს.

„ძალიან ბევრს ვისმენთ, ყველა განსხვავებულს საუბრობს, თუმცა ერთი მარტივი რამ ვერ მოვისმინეთ. ვნახეთ როგორაა აღჭურვილი არსებული საავადმყოფო, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, თავისი ტექნოლოგიებით, თავის ექიმების ჯგუფებით. ვერ მოვისმინეთ, რა არის საჭირო, რომ პოსტშიმშილობის პერიოდი პატიმარმა უპრობლემოდ გაიაროს. ერთადერთი კლინიკა, ეს არის მე-18 დაწესებულება, რომელსაც ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს, როგორ უმკურნალონ შიმშილობის შემდეგ პატიმრებს. თუ რაიმე დასამატებელია ამ კლინიკაში, თქვან ექიმებმა და დარწმუნებული ვარ, შესაბამისი სამსახური, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რათა პატიმრის ჯანმრთელობა დაცული იყოს. სახელმწიფო ყოველთვის ყველაფერს აკეთებდა მოშიმშილე პატიმრებთან მიმართებაში, რომ მათი ჯანმრთელობის უსაფრთხოება დაცული იყოს. რა თქმა უნდა, პატიმარ სააკაშვილის მიმართებაშიც ყველაფერს გააკეთებს. სტრასბურგის სასამართლოსა და ჩვენი ყველას მოწოდებაა, რომ ყველა მოშიმშილე ადამიანმა შეწყვიტოს შიმშილობა ისევ და ისევ მათი ჯანმრთელობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე.“, – განაცხადა კახა კალაძემ.