“2016 წელს მნიშვნელოვანი დაზოგილი თანხები მივმართეთ ქალაქის კეთილდღეობაზე”

როგორც თბილისის მერი დავით ნარმანია აცხადებს, 2017 წლის ბიუჯეტში ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება იგეგმება.

„მომდევნო წლის ბიუჯეტში ადმინისტრაციული ხარჯები რამდენიმე მილიონი ლარით უფრო ნაკლებია, ვიდრე ეს იყო წინა წელს. ანუ ყოველი შემდგომი წელი ჩვენთვის არის კიდევ უფრო მეტად, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების და ამ ყველაფრის ქალაქის სასიკეთო პროექტებზე მიმართვის წელი. ამიტომაც, მოვახერხეთ ის, რომ 2016 წელს მნიშვნელოვანი დაზოგილი თანხები მივმართეთ ქალაქის კეთილდღეობაზე, შევიძინეთ ძალიან ბევრი ისეთი რამ, რაც ქალაქს სჭირდებოდა,“ – აცხადებს დავით ნარმანია.

კომენტარის დატოვება