“რატომ არ აკეთებენ განმარტებას სპეციალისტები და რატომ აკეთებენ განმარტებას გიტარისტები და ექიმები?”

„ოპერაციის გაკეთებას სთხოვ პროფესიონალს და არა ავადმყოფთა საერთოდ კრებაზე, დემოკრატიული წესით არჩეულ დასტაქარს…“

ლარი კატასტროფული სიჩქარით ვარდება, დოლარი კი სულ უფრი მაღლა და მაღლა მიიწევს. საზოგადოება, არ მოვერიდებით ამ სიტყვას და შოკშია! იწერება სტატუსები, კომენტარები…

არის თუ არა გამოსავალი? რას ფიქრობენ ეკონომისტები და რა რჩევას აძლევენ მთავრობას?

ლარის კურსზე და შექმნილი მდგომარეობიდან უსწრაფეს გამოსავალზე, ეკონომისტს ნოდარ კაპანაძეს გავესაუბრეთ.

-მოკლევადიან პერიოდში მთავრობამ, პირველ რიგში ეროვნულმა ბანკმა და შემდეგ ეკონომიკური ბლოკის სამინისტროებმა უნდა გასაგებ ენაზე აუხსნან ხალხს თუ რა ხდება…. ეს მხოლოდ მოკლევადიან პერიოდში და ფსიქოთერაპიის რანგში….

აუცილებელია, რომ ეს განმარტებები გააკეთონ არა იურისტებმა, არამედ ისეთმა ხალხმა, რომელიც ერკვევა საკითხში და რაც ყველაზე მთვარია: რაც შეიძლება მეტი სტატისტიკა განმარტებებში.

კურსის ვარდნას აქვს თავისი მიზეზები, რაც აუცილებლად განსამარტავია, მაგრამ არა იურისტების, ექიმების და გიტარისტების მხრიდან.

ამავე ფსიქოტერაპიის ფარგლებში უნდა დაიწყოს მუშაობა გრძელვადიან სტრატეგიაზე, რაც ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარებას გულისხმობს.

-და მარტო ახსნა გვიშველის? დავუშვათ გავიგეთ რატომ ეცემა ლარი, მერე ამით ეშველება ჩვენს ეკონომიკას? ლარის კურსი როგორ დარეგულირდეს, თუ არაფერი უშველის? და მაინც სანამდე შეიძლება მივიდეს დოლარის ფასი?

-ახსნა ძალიანმნიშვნელოვანი რამეა…..

-მხოლოდ ახსნა ვერც სესხის გაზრდას შეაფერხებს და ვერც პროდუქტის ფასების მატებას.

-ვინმემ აგიხსნათ გასაგებად რა ხდება? რატომ ხდება? მკურნალობისთვის რამდენად მნიშვნელოვანია ზუსტი დიაგნოზი? თუ ეკონომიკას ლარის კურსის გასწორებით ეშველება მხოლოდ?

ანუ ჯერ ზუსტი დიაგნოზია საჭირო და მერე მკურნალობა

-ეგ აუცილებელია-სწორი ინფორმირებულობა. თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ ინფორმირებულობას ნაკლებად სავარაუდოა დასჯერდეს საზოგადოება.

-დიაგნოზის დამსმელი ხალხი კიდევ ძალიან მოსაწყენი ხალხია….. არავითარი შარმი და ეპატაჟი მათ საუბარში არაა…. კიდევ უფრო მოსაწყენი ხალხია მკურნალობის კურსის დამნიშვნელი ხალხი…… არც ერთი მსახიობი, არანაირი თეატრალიზმი ….. მოსაწყენი, პრაგმატული ხალხი, რომლებიც არ დაგიწყებენ საუბარს ისეთ ადვილად მისაღწევ ტემებზე, როგორცაა რაღაც მითიური ღირებულებების დაცვა და სადღაც გაწევრიანება….. დაიწყებენ მოსაწყენ საუბარს ეკონომიკის რეალური სექტორის ზრდაზე და ასე შემდეგ…..

საზოგადოება დასჯერდეს?! აბა რას უნდა დასჯერდეს?! მიშას ომახიან მოწოდებებს?!

-ხალხს სჭირდება ლარის კურსის სტაბილიზაცია, ხომ შეიძლება ამ ახსნაში ლარი კიდევ უფრო დაეცეს?

–კარგი მაშინ…… არ ავხსნათ არაფერი და მოვყვეთ მოთქმა-გოდებას….. ეს 21-ე საუკუნის მედია საქართველოს სტილშია….. შედეგები გვჭირდება გუშინ ან ჰა და ჰა ამ დილით მაინც…

საქმეს რა სჭირდება ისაა მთავარი….. ხალხს ის სჭირდება, რაც საქმეს სჭირდება. შეიძლება არც კი იცოდეს და ისე სჭირდებოდეს…… ვინმე რომ ქუჩაში შეგხვდეს და გითხრას წამო, ბრმა ნაწლავს ამოგაჭრიო…… რას იზამ? წაყვები? რასაკვირველია არა…… მაგრამ მწვავე აპენდიციტის დიაგნოზი რომ დაისმება, შენი ფეხით მიხვალ საოპერაციო მაგიდასთან და: ყურადღება მიაქციე! ოპერაციის გაკეთებას სთხოვ შენთვის შეიძლება სრულიად უცნბობ, მაგრამ პროფესიონალ ქირურგს და არა ავადმყოფთა საერთოდ კრებაზე, დემოკრატიული წესით არჩეულ დასტაქარს….

-გასაგებია რომ პროფესიონალთა გუნდი გვაკლია, ისიც ვიცით რომ „პური მეპურემ უნდა გამოაცხოს“, მაშინ სად არიან ეს პროფესიონალები? რატომ არ ერთვებიან პრობლემის დარეგულირებაში.

-აი, მთავარი კითხვა-რატომ არ აკეთებენ განმარტებას სპეციალისტები და რატომ აკეთებენ განმარტებას გიტარისტები და ექიმები?

გარკვევით აგვიხსენით,  რამ გამოიწვია ლარის კურსის ასეთი დევალვაცია?

რა ღონისძიებების გატარებას აპირებთ მოკლევადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში?

ეს ყველაფერი უნდა აგვიხსნან სპეციალისტებმა.

ამას გარდა გვითხარით ვინ, რომელ ღონისძიებაზე რომელი უწყება არის პასუხისმგებელი და მისი პასუხისმგებლობა რა იქნება მიზნები მიუღწევლობის შემთხვევაში…… დადეთ გეგმა პასუხისმგებელი პირების და უწყებების სახელობითი მითითებით.

კომენტარის დატოვება