„წარმოუდგენლად მეჩვენება კაზინოს ხურავდნენ და კაზინოები ასე პირში წყალჩაგუბებული ისხდნენ” – იაგო ხვიჩია

„გირჩი” თავმჯდომარის იაგო ხვიჩიას განცხადებით, კაზინოების დახურვა წარმოუდგენლია.

მისი თქმით, სავარაუდოდ მათ, როგორც სხვა შემთხვევებში აქვთ რაღაც ტიპის გარანტიები.

„მე მგონია, რომ არ შეიზღუდება. შეუძლებელი მგონია, რომ რომელიმე კაზინო არ გამოვიდეს თუ მას ხურავენ და გაუქმებას უპირებენ, რამე არ თქვას. სავარაუდოდ მათ, როგორც სხვა შემთხვევებში აქვთ რაღაც ტიპის გარანტიები, შეიძლება მოუწიოთ რაღაც ფულის გადახდა ან წილების გადახდა, ამ წუთას წარმოუდგენლად მეჩვენება კაზინოს ხურავდნენ და კაზინოები ასე პირში წყალჩაგუბებული ისხდნენ,” – განაცხადა იაგო ხვიჩამ.

პრემიერის განცხადებით, იგეგმება აზარტული თამაშების რეკლამების აკრძალვა, გადასახადების გაზრდა და მომხმარებლების ასაკობრივი ზღვარის 25 წლამდე აწევა.