ნონა მამულაშვილი – სააკაშვილი იმიტომ ხომ არ ჩამოვიდა, რომ ციხეში ჩამჯდარიყო და მისი კლინიკაში გადაყვანა მოგვეთხოვა, ჩამოვიდა, რადგან საქართველომ გადაუხვია პროდასავლურ გზას

სააკაშვილი იმიტომ ხომ არ ჩამოვიდა საქართველოში, რომ ციხეში ჩამჯდარიყო და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მისი კლინიკაში გადაყვანა მოეთხოვა, ის ჩამოვიდა, რადგან საქართველომ გადაუხვია პროდასავლურ გზას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნონა მამულაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანა არ ყოფილა.

„სააკაშვილი ჩამოვიდა, რადგან საქართველომ გადაუხვია პროდასავლურ გზას, „ქართულმა ოცნებამ“ წაართვა მოსახლეობას მომავალი და ჩვენთვის, ერთადერთი გზა, იმისთვის, რომ საქართველო დავუბრუნოთ პროდასავლურ გზას და დავაბრუნოთ დემოკრატიულ სამყაროში, არის და იყო ბრძოლის გაგრძელება. სააკაშვილი საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად იბრძვის, რათა საქართველო დაუბრუნდეს დემოკრატიულ გზას“, – განაცხადა ნონა მამულაშვილმა.