შალვა ნათელაშვილი აშშ-ს სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში შეხვედრება მართავს

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი შეხვედრებს მართავს აშშ-ის სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში.

 ნათელაშვილი უკვე შეხვდა კონგრესმენებს – სტივ კოენს, დევიდ ფრაისს, სტივ კინგსა და რონალდ ფეინს. შეხვედრები გაიმართა ასევე სენატორებთან – როჯერ ვოკერთან და რონ ჯონსონთან.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოში არაფორმალური მმართველობის შედეგები, ასევე საუბრები იყო დემოკრატიულ პროცესებსა და მედიის თავისუფლების გამოწვევებზე, მათ შორის, რუსთავი 2-ის საქმეზე.

„ამერიკელ კონგრესმენებთან და სენატორებთან, ისევე როგორც ამერიკის უმაღლეს პოლიტიკურ ისტებლიშმენტთან, ჩემი შეხვედრები ბოლო წლებში, იწყება და მთავრდება რუსთავი 2-ის და დემოკრატიის პრობლემებით საქართველოში. მე შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ყველამ ყველაფერი იცის რა ხდება რუსთავი 2-ის თავს, რა ხდება ეკონომიკაში, სოციალურ სფეროში, საარჩევნო ბოროტმოქმედებებში და რა ხდება მთლიანობაში ქვეყნის თავს, მას შემდეგ, რაც მას დაეუფლა ერთი ჩვეულებრივი კრიმინალი. ოლიგარქი ივანიშვილი არასოდეს თავისი ნებით არ დაგვიქნევს ხელს და არ დაგვემშვიდობება, თუ არ განხორციელდა ორი ფაქტორი: მასობრივი საერთო სახალხო საპროტესტო მოძრაობა, ან საერთაშორისო იზოლაცია“ – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

კომენტარის დატოვება