ტყიბულში, ქვანახშირის მოპოვების კარიერში, ნახშირის მასა ჩამოიშალა – მაშველები მიწის მასაში მოყოლილ ორ ადამიანს ეძებენ

ტყიბულში, ქვანახშირის კერძო მოპოვების კარიერში ნახშირის მასა ჩამოიშალა, რის შედეგადაც, ნანგრევებში, სავარაუდოდ, ორი ადამიანია მოყოლილი.

ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ.