კელი დეგნანი – მოხარული ვარ, რომ სააკაშვილს აქვს სასამართლოში მისვლის შესაძლებლობა, ვიმედოვნებ, მისი მხარდამჭერები პასუხისმგებლიანად მოიქცევიან

საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, მოხარული არიან, რომ მიხეილ სააკაშვლს ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალებას აძლევს, დღევანდელ სასამართლო პროცესს დაესწროს.

მისივე თქმით, სამართლიანი სასამართლოს უფლება საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებულია.

„ძალიან მოხარულები ვართ, რომ ბატონი სააკაშვლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მას საშუალებას აძლევს, დაესწროს მის მოსმენას. ამერიკის შეერთებული შტატები, ისევე როგორც სხევები, მოვუწოდებდით, რომ მას ჰქონოდა შესაძლებობა, დასწრებოდა სასამართლოს, თუ ამის სურვილი ჰქონდა, სამართლიანი სასამართლოს უფლების ფარგლებში. ეს არის ის, რაც განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციით, რომ ყველას აქვს სამართლიანი სასამართლოს, მათ შორის სასამართლოზე დასწრების უფლება, თუ ამის სურვილი აქვთ. მოხარული ვარ, რომ მას აქვს მისვლის შესაძლებლობა“, – განაცხადა კელი დეგნანმა.