ეს კულტურის კი არა უკულტურობის მინისტრობაა, საოცრებაა, რომ თქვენ წარმოადგენთ კულტურის სფეროს საქართველოში – გიორგი ვაშაძე თეა წულუკიანს

პლენარულ სხდომაზე “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე დაინტერესდა, ის ეპითეტები, სიძულვილის ენა, რომლითაც, მისივე შეფასებით, თეა წულუკიანი კანონმდებლების წინაშე წარსდგა, არის თუ არა კულტურის ახალი სტანდარტი.

“ეს კულტურის მინისტრობა კი არა უკულტურობის მინისტრობაა, რაც თქვენ დღეს აქ წარმოაჩინეთ. მართლა საოცრებაა, რომ თქვენ წარმოადგენთ დღეს კულტურის სფეროს საქართველოში თქვენი დამოკიდებულებით,” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.