მისი ფსიქოლოგიური სტატუსი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ​პენიტენციურ დაწესებულებაში იყოს – ოთარ თოიძე მიხეილ სააკაშვილზე

ნევროლოგის, ოთარ თოიძის განცხადებით, სააკაშვილის ფსიქოლოგიური სტატუსი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ​პენიტენციურ დაწესებულებაში იყოს.

“მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოიხატება, როგორც პოსტტრავმული სტრესული დაზიანების სინდრომი, აშლილობა და გარდა ამისა, არის ვერნიკეს ენცეფალოპათია. ორივე დაავადება, ეს არ არის მყარი და სტაბილური მდგომარეობა, იგი ცვალებადია დროში, დამოკიდებულია მკურნალობაზე, დამოკიდებულია იმ ემოციურ სტრესზე, რომელიც მან მიიღო და ღებულობს ამ დღეების განმავლობაში. მისი ფსიქოლოგიური სტატუსი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ იგი იყოს პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც მან ერთხელ უკვე განიცადა წამება და არაადამიანური მოპყრობა”, – ამბობს ნევროლოგი ოთარ თოიძე.