ფონიჭალაში ტრაილერი ქვეითს დაეჯახა – არის მსხვერპლი

რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

საავტომობილო გზის ფონიჭალის მონაკვეთზე სომხეთიდან მომავალი ტრაილერი 75 წლამდე ასაკის კაცს დაეჯახა, რომელიც ე.წ. ზებრა გადასასვლელზე გადადიოდა.

შემთხვევის შედეგად ქვეითი ადგილზე გარდაიცვალა.

მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.