კახა კალაძე – ჩვენ ვგეგმავთ, რომ არც ერთი თბილისელი ოჯახი არ დარჩეს უსახლკაროდ, ეს არის ჩემი დაპირება

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადბეით, 2022 წლიდან იგეგმება ქალაქის მასშტაბით არსებული საბჭოთა დროინდელი ავარიული შენობების თანამედროვე და უსაფრთხო შენობებით სრულად ჩანაცვლება.

კალაძის განმარტებით, ეს არ ეხება თბილისის ისტორიულ არეალს.

„ჩვენ დაგეგმილი გვაქვს, რომ 2022 წლიდან, ქალაქის მასშტაბით არსებული საბჭოთა დროინდელი ავარიული შენობები (კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, რომ ეს არ ეხება თბილისის ისტორიულ არეალს), სრულად ჩანაცვლდეს თანამედროვე და უსაფრთხო შენობებით. ჩვენ ვეგმავთ, რომ არც ერთი თბილისელი ოჯახი არ დარჩეს უსახლკაროდ – ეს არის ჩემი დაპირება. ამისთვის ვქმნით მუნიციპალურ საბინაო ფონდს და თბილისელ ოჯახებს, რომლებსაც დაკარგული აქვთ ან არ გააჩნიათ სახლ-კარი, სარგებლობის უფლებით გადაეცემათ საცხოვრისი“, – განაცხადა კალაძემ.