ზაალ უდუმაშვილი – ეროვნული შერიგება გარდაუვალი პროცესია, მაგრამ შერიგება ვერ მოხდება, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში იმყოფება

ეროვნული შერიგება არის გარდაუვალი პროცესი, რომელიც უნდა მოხდეს საზოგადოებაში თუ გვინდა, რომ წინ წავიდეთ და დავასრულოთ დაპირისპირება, მაგრამ ვერც შერიგება იქნება და ვერც კრიზისი დაიძლევა, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი იმყოფება პატიმრობაში. ეს უნდა შეიგნოს ყველამ, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტმა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ზაალ უდუმაშვილმა პრეზიდენტის რეზიდენციასთან მისვლის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილის გათავისუფლების გასაღები ხელისუფლების ხელშია.

„ხელისუფლების ხელშია გასაღები სააკაშვილის გათავისუფლების, იქნება ეს სალომე ზურაბიშვილი, თუ სხვა იურიდიული ფორმა, გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი ამოცანაა, რომ სააკაშვილი გათავისუფლდეს. თუ ზურაბიშვილი სახელმწიფოებრივად აზროვნებს და მის ინტერესებშია, რომ პოლიტიკური კრიზისი დაიძლიოს, რა თქმა უნდა, ეს ბერკეტი უნდა გამოიყენოს“, – აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.