კანქვეშა შვედური ჩიპები საქართველოში მომავალი წლიდან შემოვა

საქართველოში მომავალი წლიდან შვედური BioHax International-ის კანქვეშა ჩიპები ხელმისაწვდომი გახდება. „ბიზნეს ფორმულას“ ინფორმაციით, iPlus-ში აცხადებენ, რომ მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია და იანვრის პირველ რიცხვებში დაახლოებით 50 ათასი ჩიპის შემოტანა იგეგმება.

როგორც iPlus-ის გენერალური დირექტორი კახა სეფიაშვილი განმარტავს, ჩიპი პასპორტის, საკრედიტო ბარათების, ასევე სახლისა და მანქანის გასაღებების ფუნქციას შეითავსებს.

„ეს არის ჩიპი, რომელიც ინახავს ჩვენს პირად ინფორმაციას, მაგალითად საბანკო ბარათებს და სახლის ან მანქანის გასაღების კოდს. მსგავსი ჩიპებია ტელეფონებში, ბარათებში, თუმცა ნაკლები მეხსიერებით“,- აცხადებს სეფიაშვილი.

ჩიპი მარცხენა ან მარჯვენა ხელის ცერა თითის კანქვეშ მაგრდება.. რა დაუჯდება ჩიპის შეძენა და იმპლანტაცია მომხმარებელს, იანვრის პირველ ნახევარში იქნება ცნობილი.

Microchip implants in Europe raise concerns - CGTN