თუ გვინდა, თავიდან ავირიდოთ ე.წ. ტყუპი პანდემია, ანუ „ტვინდემია” – ბიძინა კულუმბეგოვი მოსახლეობას აფრთხილებს

ალერგოლოგ-იმუნოლოგის ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, დისტანცია და გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა იქნება იმის გარანტია, რომ ქვეყანაში დამატებითი ეპიდემიური ტალღა გრიპთან მიმართებაში მაინც არ განვითარდეს.

მისივე თქმით, შექმნილ ვითარებაში აუცილებელი და ერთადერთი ნაბიჯი არის, პირბადე, დისტანცია, რადგან პირბადე ძალიან ეფექტურად აკავებს გრიფპის გავრცელება.

„თუ ჩვენ გვინდა, რომ თავიდან ავირიდოთ ეს ე.წ. ტყუპი პანდემია, ანუ „ტვინდემია”, აუცილებელი და ერთადერთი ნაბიჯი არის, პირბადე, დისტანცია და გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა. რასაკვირველია პირბადე ძალიან ეფექტურად აკავებს გრიფპის გავრცელება, რადგან მას 1-1.5 მეტრის იქით არ შეუძლია გავრცელება. ეს იქნება იმის გარანტია, რომ ჩვენ დამატებითი ეპიდემიური ტალღა გრიპთან მიმართებაში მაინც არ გვექნება,” – ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი.