1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1004 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1004 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1004 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1140 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0136 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.4932 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.5229 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.297 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.