არ აქვს არანაირი საფუძველი ჯერჯერობით ფასების ზრდას, ინფლაცია არ არის მოსალოდნელი

ეროვნული ვალუტის გაუფასურებასთან დაკავშირებით კომენატრი გააკეთა უმრავლესობის დეპუტატმა გია ვოლსკიმ და განაცხადა, რომ ფასების ზრდაზე საუბრის არანაირი საფუძველი არ არსებობს.

-„პოლიტიკური განცხადებების კეთება კიდევ უფრო უმატებს მდგომარეობას, ართულებს. არ აქვს არანაირი საფუძველი ჯერჯერობით ფასების ზრდას, ინფლაცია არ არის მოსალოდნელი. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ გვმართებს გრძელვადიან სტაბილიზაციაზე გათვლილი საფინანსო პოლიტიკა და სწორედ ამ თემას მიეძღვნება ჩვენი შემდგომი მუშაობა“ – ამბობს  ვოლსკი.

კომენტარის დატოვება