რეორგანიზაცია მანდატურის სამსახურში-ვის ინტერესებს ეწირებიან უმუშევრად დარჩენის კანდიდატები?

ჯერ ოფიციალური წერილები არ მიუღიათ, მაგრამ როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში პროფორიენტაციისა და კარიერის მართვის სამმართველო და ფსიქოლოგიური სამმართველო გაუქმდება.

რეორგანიზაცია 1 დეკემბრიდან უკვე გამოცხადდა.

პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სამსახური და ფსიქოლოგიური ცენტრი მანდატურის სამსახურის ქუდის ქვეშ საპილოტე პროგრამით მოქმედებს და საკმაოდ საჭირო სამუშაოს ასრულებს. როგორც გავიგეთ, ცენტრის თანამშრომლები გათავისუფლდებიან რეორგანიზაციის ფარგლებში. დაიმედება უკვე მიიღეს-ახალი ვაკანსიები გამოცხადდება რესურსცენტრებში და იქ ეცადეთო, ჩვენ მხარს დავუჭერთო თქვენს კანდიდატურასო…

გასათავისუფლებლად გამზადებული თანამშრომლების ნაწილი მიიჩნევს, რომ ისინი მაღალი რანგის პოლიტიკოსების ინტერესებს ეწირებიან. როგორც ამბობენ, ეს პროგრამა მარგველაშვილის სახელს უკავშირდება, მისი ინიციატივით დაიწყო და ახლა ყველა პროგრამას ხურავენ, რაც მის სახელს უკავშრდებაო. აქ აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ  პილოტირება არ იყო დასრულებული და  სამართლებრივად რამდენადაა გამრთლებული ასეთ დროს შეჩერება, ეს ჯერ უცნობია.

-„სამწუხაროდ, რასაც რესტრუქტურიზაცია სჭირდებოდა- ვგულისხმობთ მანდატურის სამსახურს, ხელიც არ მოკიდეს და ჩვენ, რომლებიც საუკეთესო საქმეს ვემსახურებოდით, გამოგვიშვეს! რეორგანიზაცია ნამდვილად ჭირდებოდა, მაგრამ არა ჩენს ხარჯზე-ადამიანების, ვინც თავდაუზოგავად ვშრომობდით და გულს და სულს ვდებდით საქმეში, ძალიან ბევრ სკოლაში წარმატებულად მიმდინარეობდა პროგრამა. ჩვენს გადამზადებულ მასწავლებლებს იტოვებს სამინისტრო და ისევ ჩაატარებენო გაკვეთილებს, მაგრამ როგორ და რა ხარისხით, ვინღა გააკონტროლებს, არ ვიცი, ისევე მიშვებული იქნება, როგორც სხვა დანარჩენი, ვითომ რომ ტარდება გაკვეთილები“-ამბობენ გათავისუფლების ბრძანები მოლოდინში მყოფი ცენტრის თანამშრომლები.

ისინი ძალიან განიცდიან მოსალოდნელ უმუშევრობას, რადგან სესხები და განვადებები აქვთ ბანკებში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარის დატოვება