კახა კალაძე: „ნაცმოძრაობას“ აქვს გასაანალიზებელი საკუთარი მმართველობის 9-წლიანი პერიოდი, რომელიც უახლოეს ისტორიაში შევა როგორც ყველაზე მძიმე, ბოროტი და სისხლიანი

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პირველ რიგში, „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს გასაანალიზებელი თავიანთი მმართველობის 9-წლიანი პერიოდი, თუ რამხელა ტრაგედია იყო ეს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის.

„ეს იყო უმძიმესი 9-წლიანი პერიოდი, რომელიც საქართველოს უახლოეს ისტორიაში შევა როგორც ყველაზე მძიმე, ყველაზე ბოროტი, ყველაზე სისხლიანი. რაც შეიძლება რომ ადამიანმა გაიფიქროს, ყველაფერი იკადრეს და გაუკეთეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. ეს არის უმძიმესი 9-წლიანი მმართველობის პერიოდი“, – განაცხადა კალაძემ.