გურამ მაჭარაშვილი: „ნაცმოძრაობის“ მიერ დაანონსებული აქცია არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ ე.წ. შერიგების ფორმატი მათთვის მიუღებელია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა. როგორც დეპუტატმა განაცხადა, დაანონსებული აქცია არის მტკიცებულება იმისა, რომ ამ პარტიისთვის შერიგების ფორმატი მიუღებელია.

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებული აქცია არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ ე.წ. შერიგების ფორმატი მათთვის მიუღებელია. უბრალოდ ვერ ჯდება მათ გეგმებში ნორმალური პოლიტიკური პროცესი. შესაბამისად, ეტყობა გარკვეული პერიოდი გავიდა, რაც რადიკალური პროცესები არ ჰქონია ამ პოლიტიკურ ძალას და ახლა უკვე, 21 დეკემბერს დააანონსეს აქცია, რომლის არც მიზანი იცის არავინ, არც გეგმა. მათთვის მთავარია, რომ იყოს აქცია, იყოს რადიკალური პროცესები“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ხვალ, 21 დეკემბერს, „ნაციონალური მოძრაობა“, მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, აქციას გამართავს.