შალვა პაპუაშვილი – მიუხედავად ურთულესი გამოწვევებისა, ჩვენი გუნდის ხელმძღვანელობით, შევინარჩუნეთ მშვიდობა, უკან დახევის გარეშე, ქვეყნის ეკონომიკა დავუბრუნეთ პანდემიამდელ მდგომარეობას

შალვა პაპუაშვილი – მიუხედავად ურთულესი გამოწვევებისა, ჩვენი გუნდის ხელმძღვანელობით, შევინარჩუნეთ მშვიდობა, უკან დახევის გარეშე, ქვეყნის ეკონომიკა დავუბრუნეთ პანდემიამდელ მდგომარეობას
ეს წელი, დამოუკიდებლობის შემდეგ, იყო ერთ-ერთი ურთულესი ჩვენი ქვეყნისთვის. საზოგადოება ერთდროულად იდგა ოკუპაციის, პანდემიის, ეკონომიკური გამოწვევებისა და თავსმოხვეული პოლარიზაციის წინაშე, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა, რომლის პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევასაც დღეს უყრიან კენჭს.

როგორც შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, მიუხედავად მძიმე პერიოდისა, გუნდის ხელმძღვანელობით, მათ მოახერხეს მშვიდობის შენარჩუნება, პანდემიის რამდენიმე ტალღის გადალახვა, ქვეყნის ეკონომიკა დაუბრუნეს პანდემიამდე მდგომარეობას, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სათანადო ჩატარებით შექმნეს, მყარი საფუძველი ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობისთვის.

„მიუხედავად ამ ურთულესი გამოწვევებისა, ჩვენი გუნდის ხელმძღვანელობით, შევინარჩუნეთ მშვიდობა, უკან დახევის გარეშე, გადავლახეთ პანდემიის რამდენიმე მძიმე ტალღა, ქვეყნის ეკონომიკა დავუბრუნეთ პანდემიამდელ მდგომარეობას, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სათანადო ჩატარებით შევქმენით მყარი საფუძველი ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობისთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.