კელი დეგნანი – ვიზიარებთ პრეზიდენტის შეშფოთებას, სახელმწიფო ინსპექტორთან დაკავშირებული საკითხის დაჩქარების შესახებ ჩვენ მკაფიო განცხადება გავაკეთეთ

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით აცხადებს, რომ პრეზიდენტის შეშფოთებას იზიარებს.

როგორც დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა, სახელმწიფო ინსპექტორთან დაკავშირებულ საკითხს სიფრთხილე სჭირდება.

„ჩვენ ვიზიარებთ პრეზიდენტის შეშფოთებას, მკაფიო განცხადება გავაკეთეთ დაჩქარებულ პროცესთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა კონსულტაციების ნაკლებობას და დაინტერესებული მხარეების გათავისუფლებას. როდესაც გაქვთ ისეთი მნიშვნელოვანი რამ, როგორიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურია, რომელიც საქართველოს მოქალაქეების, ადამიანის უფლებების დაცვის დამოუკიდებელი უწყებაა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს ძალიან ფრთხილი პროცესი. როდესაც იცვლება რაიმე, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია დაინტერესებული მხარეების საკითხების მოგვარება. თუ გსურთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და სახელმწიფო ინსპექტორის გათავისუფლება, რომელსაც კანონით განსაზღვრული ექვსწლიანი ვადა აქვს, უნდა დარწმუნდეთ, რომ ის რასაც აკეთებთ, ესმის ხალხს და განმარტავთ, თუ რატომ არის ეს აუცილებელი. თუ ეს გაუქმება არ არის, რატომ არის აუცილებელი სახელმწიფო ინსპექტორისა და მისი მოადგილეების გათავისუფლება“, – განაცხადა დეგნანმა.