ლელა კოპალეიშვილი: „ომიკრონის“ საკმაოდ მაღალი გადამდებლობის გამო, ჩაფიძის კლინიკაში პაციენტების რიცხვმა მოიმატა და ადგილების პრობლემაც კი შეიქმნა

„ომიკრონის“ საკმაოდ მაღალი გადამდებლობის გამო, საკმაოდ მოიმატა პაციენტების რიცხვმა, მითუმეტეს ჰოსპიტალიზებული პაციენტების რიცხვმა და ადგილების პრობლემაც კი შეიქმნა, – განაცხადა ჩაფიძის კლინიკის კოვიდგანყოფილების ხელმძღვანელმა, ლელა კოპალეიშვილმა. მისი თქმით, „ომიკრონით“ ინფიცირებული ადამიანების რიცხვი ძალიან დიდია და მათ შორის ბევრია პაციენტი, რომელთაც ვირუსი რთულად გადააქვთ.

„მიუხედავად იმისა, რომ თვითონ „ომიკრონი“ შედარებით დაბალი გართულებების რისკით ხასიათდება, ვინაიდან რაოდენობა „ომიკრონით“ დაავადებული პაციენტების არის საკმაოდ დიდი, შესაბამისად გართულებული პაციენტებიც ბევრია, იმიტომ რომ ქრონიკული პაციენტები, რომელთაც აქვთ „ომირკონი“, მძიმდებიან და საჭიროებენ ინტენსიურ თერაპიაში მოთავსებასაც კი“, – აღნიშნა კოპალეიშვილმა.