რუსთავის მე-12 დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილთან არ უშვებენ მის პირად ექიმს, რაც წარმოადგენს მესამე პრეზიდენტის ფუნდამენტური უფლების დარღვევას – სააკაშვილის ადვოკატი

ჩვენ მოვითხოვეთ, რომ სასამართლოს შესაბამისი დავალება მიეცა პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს მიხეილ სააკაშვილისთვის ადეკვატური სამედიცინო სერვისის მიწოდება, – განაცხადა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ. მისივე თქმით, აღნიშნული მოთხოვნა სასამართლომ არ დააკამყოფილა.

„როგორც მოგეხსენებათ, რუსთავის მეთორმეტე დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილთან არ უშვებენ მის პირად ექიმს, რაც ცალსახად წარმოადგენს მესამე პრეზიდენტის ფუნდამენტური უფლების დარღვევას. სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა და მიიჩნია, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს საჭიროება, რომ პენიტენციურ სამსახურს მიეცეს შესაბამისი დავალება“, – აღნიშნა ადვოკატმა.