ამირან გამყრელიძე – ჰოსპიტლებში 3 000-მდე თავისუფალი ადგილია, მძიმე პაციენტთა რაოდენობა არ იზრდება, „ომიკრონი“ შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს, მაგრამ მოქალაქეები ამან არ უნდა გაათამამოს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსის ცირკულაცია სერიოზულია და აქტიური შემთხვევების რაოდენობა ჯამში 210 000-ზე მეტია.

თუმცა, გამყრელიძის თქმით, ძირითადი ზეწოლა არის ლაბორატორიულ და ამბულატირიულ სექტორზე, ასევე ონლაინ კლინიკებზე.

„პიკი არ გადაგვიგორებია. პიკური პერიოდი გრძელდება ქვეყანაში და მაღალი დადებითობის მაჩვენებელიც მიუთითებს, რომ ინფექციის, ვირუსის ცირკულაცია სერიოზულია. პიკის შესახებ უფრო ვიმსჯელებთ სამშაბათ-ოთხშაბთს, როგორი იქნება მონაცემები. ერთადერთი, ოდნავ დამამშვიდებელი არის ის, რომ დილის მონაცემებითმ რეპროდუქციის ინდექსი შემცირებულია. ჯერჯერობით, ინფექციის ცირკულაცია ძალიან სერიოზულია.

210 000-ზე მეტი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება, ჰოსპიტალიზაცი 3%-მდეა. ზეწოლა ჰოსპიტლებზე ძირითადად არ იზრდება. ზეწოლა არის ლაბორატორიულ და ამბულატორიულ სექტორზე, ონლაინ კლინიკებზე, მაგრამ ჰოსპიტლებში 3 000-მდე თავისუფალი ადგილია და არ იზრდება მძიმე პაციენტების რაოდენობა. მერყეობს 1 000-1 100 ფარგლებში“, – განაცხადა გამყრელიძემ.