ბიუროს სხდომაზე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ დადგენილების პროექტი დაინიცირდა

პარლამენტის ბიუროს, ახალი საკანონმდებლო ინიციატივის ფორმით, ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ ინიციატივა წარედგინა – ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

კერძოდ, „საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო ძალადობრივი, შეურაცხმყოფელი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე“ პარლამენტის დადგენილების პროექტი. როგორც ბიუროს სხდომაზე აღინიშნა, დადგენილების პროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომას, საკომიტეტო განხილვების გარეშე წარედგინება.