ამირან სალუქვაძე: იქნებ გამოვფხიზლდეთ, არ გვეშინია? დრო არ ითმენს…

ამირან სალუქვაძე

ბრიგადის გენერალი

ვესწრებოდი ორდღიან კონფერენციას. თავდაცვის ბიუჯეტი აშკარად არ განხილელა.
პირველ დღეს თავდაცვის სამინისტროს ოფიცერმა წარმოადგინა საკუთარი პრეზენტაცია, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, არ იყო თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური პოზიცია. ბიუჯეტის განხილვა ცოტა სხვა რამეა, ხოლო პრეზენტაციის თემა სავალდებულო სამსახურს ეხებოდა, თუმცა… არ ვიცი ამ პრეზენტაციასთან დაკავშირებით გავაკეთო თუ არა კომენტარი, რადგან… ვინც მოისმინა, მიმიხვდება.

თუმცა, მაინც გავაკეთებ მინიშნებას, რომ ზუსტად პრეზენტაციის შთაბეჭდილებების ზემოქმედების გამო განვაცხადე რეზონანსთან ინტერვიუში (იხილეთ ჩემს გვერდზე), რომ უახლოეს პერიოდში აშშ-ის )დასავლეთის) სამხედრო სასწავლებლებში ოფიცერთა მთელი დესანტი უინდა გადავსხათ.

იყო სხვა პრეზენტაციებიც. ოფიციალური პრეზენტაციებით და კარგად წარსდგნენ სუს-ი და შსს.

სიუჟეტში საუბარია თავდაცვის მინისტრების ხშირ ცვლაზე. ჯერ ერთი ჩემი წამოწეული თემაა, მხოლოდ ჩემს პუბლიკაციაში იყო მოყვანილი, როცა წინა თავდაცვის მინისტრი დაინიშნა, პრემიერის, თავდაცვის მინისტრის, გენშტაბის უფროსის და საჰაერო ძალების სარდლის დანიშვნების სტატისტიკა 2004 წლიდან 2015-მდე. თან ამ თემაზე არ უნდა საუბრობდეს ნაციონალური მოძრაობა, რადგან 2004-2012 წლებში, ანუ 9 წლის განმავლობაში, შეიცვალა 8 პრემიერმინისტრი (ყოველ 1,1 წელში) და თავდაცვის 7 თავდაცვის მინისტრი (ყოველ 1,2 წელში). ეს ისე, თორემ ხშირ ცვლას ი არ ვამართლებ. თუმცა, თუ არასწორი გზით მიდის, უნდა შეიცვალოს, აბა ქვეყანას ხომ არ დაანგრევინებ?!

ირაკლი ალადაშვილის პოზიცია მგონი არასწორად გაიგო ჟურნალისტმა, რადგან არ იყო სავალდებულო სამსახურის წინააღმდეგი.

რაც შეეხება ამ სამთვიან პროგრამას, ჯერ ერთი ბევრი მეჩვენება, უმჯობესია, როგორც ადრე ვთქვი, 1-2 თვე ინტენსიური მომზადება იყოს და შემდგომშიც მუდმივად გადიოდეს წვრთნებს. მეორეც კიდევ, კონტრაქტნიკები და სავალდებულოს ჯარისკაცები 3 თვე ერთად ვერ გაივლიან. ეს წარმოუდგენელია, რადგან ახალწვეულთა არანაირი უნარები არ გააჩნია. ერთად რა უნდა აკეთონ? თან ბრიგადებში სხვა ამოვანებიცაა.

კონფერნეციასთან დაკავშირებით ცალკე ვამზადებ ჩემს მოსაზრებებს, ვაანალიზებ მასალებს, თუმცა, გარკვეული მინიშნებები გავაკეთე, იმდენად კატასტროფული რა მოვისმინე, შემრცხვა, რომ უცხოელები ესწრებოდნენ.
აბა დაფიქრდით, რატომ წამოვწიე გენერალ კვინიტაძის და გენერალ მაზნიაშვილის თემატიკა? ჭკუას რომ ვერ ვსწავლობთ, მაგიტომ…

ბიუჯეტთან მიმართებაშიც დავწერე რა უნდა მოხდეს და როგორ.

სხვათაშორის, კონფერენციაზე გამოვედი სიტყვით და გაგაცნობთ ჩემს გამოსვლას.

ასევე ადრე დაგპირდით თავდაცვის საკითხებზე, მაგრამ იმდენი რამ ხდება, აღარ ვიცი პრევენცია მოვახდინო თუ როცა მორჩებიან მერე დავწერო.

აზრი მაინც არ აქვს, არავინ ისმენს.

იქნებ გამოვფხიზლდეთ, არ გვეშინია?

გაზაფხულ-ზაფხულში ვწერდი მშვიდობიანი პერიოდი გვექნება 2017 გაზაფხულამდე-მეთქი, ყველა ელოდება ტრამპის ინაუგურაციას. მერე ბევრი რამ შეიცვლება. ჩვენ მზად ვართ?

გენერალი კვინიტაძე 3 წელიწადში სამჯერ გავიდა თადარიგში. მაშინ კიდევ ცხენებით ომობდნენ, რაღაცას ახერხებდნენ მოკლე ვადებში.

ახლა წამხდარ საქმეზე რომ დაგვიძახებთ, დაუძახებლად მოვალთ, მაგრამ მოსვლას მაინც მოვასწრებთ?

დანარჩენს შემდგომ პუბლიკაციებში… უფრო ვრცლად და უფრო მწვავედ, რადგან ტკბილად არ გამომდის, როცა დრო არ ითმენს…

 

კომენტარის დატოვება