თაკო ჩარკვიანი – ნიკა მელიასთვისაც შვება იქნება, აღარ იყოს პარტიის თავმჯდომარე – იყო ძლიერი ლიდერი, სხვა პოლიტიკურ ტალანტს მოითხოვს, რაც ერთეულთა ხვედრია

გულწრფელად მგონია, ნიკა მელიასთვისაც შვება იქნება, აღარ იყოს პარტიის თავმჯდომარე – იყო ძლიერი ოპოზიციური ფლანგის ლიდერი, როცა რუსეთთან ბრძოლაში ხარ, სხვა პოლიტიკურ ტალანტს მოითხოვს, რაც ერთეულთა ხვედრია, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.

კითხვაზე, ვინ არიან ასეთი ერთეულები, ჩარკვიანი ამბობს, რომ მათ შორის, არის მიხეილ სააკაშვილი.

„მელიაზე ფარული ჩანაწერებით არ ვმსჯელობ, მაგრამ პოლიტიკოსის ნაბიჯებს თუ ემთხვევა ხოლმე, გამომაქვს დასკვნა. მელიას შემთხვევაში, მე ფარული ჩანაწერის გამო კი არ ვსაუბრობ, მე ვსაუბრობ მისი ბრძოლის დაგეგმარების, სტრატეგიის არმოწონების გამო, მოქმედების და შედეგის გამო. მგონია, რომ არ არის ცუდი პიროვნება, მაგრამ იყო ძლიერი ოპოზიციური ფლანგის ლიდერი, როცა რუსეთთან ბრძოლაში ხარ, სხვა პოლიტიკურ ტალანტს მოითხოვს, რაც ერთეულთა ხვედრია,“ – განაცხადა ჩარკვიანმა.