ანზორ ჩუბინიძე სასამართლოსთვის ჩვენების მიცემაზე უარს ამბობს

სდსს-ს ხელმძღვანელმა ე.წ. პიჯაკების საქმეზე, სასამართლოსთვის ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა. ანზორ ჩუბინიძემ ისარგებლა საპროცესოს კოდექსის მე-15 მუხლით და განმარტა, რომ ნებისმიერი სიტყვა, რომელსაც დღეს ის იტყვის, შესაძლოა ისევ მის წინააღმდეგ გამოიყენოს დაცვის მხარემ, რის გამოც უარს ამბობს ჩვენებაზე.

გარდა ამისა, მან განმარტა, რომ ის სდსს-ს ხელმძღვანელის თანამდებობაზე 2013 წლის თებერვლიდან მუშაობს და ბრალდება 2009-13 წლამდე პერიოდს ეხება, შესაბამისად არ აქვს ბრალდების საქმესთან კავშირი და გაუგებარია რატომ გამოიძახა საერთოდ სასამართლოზე დაცვის მხარემ.

,,ჩემთვის ცოტა გაუგებარია დაცვის მხარის პოზიციების გასამყარებლად გამოძახებული ანზორ ჩუბინიძე. მე ვფიქრობ, რომ ბრალდებულები და მისი ადვოკატები გაცილებით კომპეტენტურები არიან და გაცილებით კარგად წარმოადგენენ თუ რატომ და რისთვის იხარჯებოდა ეს თანხები. ასე, რომ მინდა დავადასტურო, რომ 2009-2013 წლებში არანაირი შეხება ამასთან დაკავშირებით მე არ მქონია და არ მაქვს. საჯაროდ არის ცნობილი, რომ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება 2013 წლების პერიოდთან დაკავშირებით, როცა მე ვიყავი გამომძიებელი. ბრალდების ეპიზოდთან, რომლის განხილვაც დღეს მიმდინარეობს, არანაირი შეხება არ მაქვს.

მინდა ვისარგებლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, რომელიც მაძლევს საშუალებას რომ უარი განვაცხადო ჩვენებაზე სასამართლოს წინაშე,” – განაცხადა ჩუბინიძემ.