ახლა ვირუსის გავრცელების პიკის ფაზაში ვართ, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ შევინარჩუნებთ არსებულ რეგულაციებს – თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ყველანაირი ეპიდემიური მონაცემით, ახლა ვირუსის გავრცელების პიკის ფაზაში ვართ.

მისივე თქმით, ახლა  ვირუსის გავრცელების პიკის ფაზაში ვართ.

„ახლა ვირუსის გავრცელების პიკის ფაზაში ვართ. ბოლო ორი დღის ციფრი მიუთითებს, რომ ვირუსის გავრცელებამ უკონტროლო ზრდა არ განიცადა, თუმცა დადებითობის მაჩვენებელი მაღალია, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფექციის გავრცელება გრძელდება.

რამდენ ხანს გასტანს პიკის ფაზა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ შევინარჩუნებთ არსებულ რეგულაციებს. პირბადის გამოყენება მნიშვნელოვანია, ვაქცინაცია გრძელდება და ბუსტერ დოზა რჩება განსაკუთრებული მნიშვნელობის“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.