ფოთში, საკანალიზაციო მილში ნაპოვნი ახალშობილის დედა დააკავეს

ფოთში პოლიციამ დედა დააკავა, რომელმაც ახალშობილი საკანალიზაციო მილში მიატოვა. ჩვილი გარდაცვლილი გუშინ ნახეს.

ადგილობრივებმა ბავშვის ცხედარი მას შემდეგ იპოვეს, რაც მილი გაიჭედა და მეზობლები მის გაწმენდას ცდილობდნენ.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით მიმდინარეობს.