,,ოპოზიციის ამომრჩეველი გაგიჟდა, ხან შევდივართ პარლამენტში, ხან არა – კიდევ კარგ ჭკუაზე არიან” – ნინო ბურჯანაძე

,,და­უ­ძა­ხეთ ახლა მი­შელს და ჩა­მო­იყ­ვა­ნეთ ერთი, ჩა­მო­იყ­ვა­ნოს ბა­ტონ­მა, ბად­რი ჯა­ფა­რი­ძემ მი­შე­ლი, სად არის?” – ამის შე­სა­ხებ ,,ერ­თი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს“ ლი­დერ­მა, ნინო ბურ­ჯა­ნა­ძემ ,,პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ ეთერში განაცხადა.

ბურ­ჯა­ნა­ძის თქმით, დე­პუ­ტა­ტე­ბის­თვის მან­და­ტე­ბის შე­წყვე­ტით ,,ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ თა­ვი­სი ამომ­რჩევ­ლის კონ­სო­ლი­და­ცი­ას ახ­დენს, ხოლო ოპო­ზი­ცი­ურ ამომ­რჩე­ველ­ში კი ნი­ჰი­ლიზმს ზრდის.

,,გა­ვი­გე, რომ ,,ლელო“ ძა­ლი­ან რთულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდა. ,,ლე­ლოს“ მხრი­დან უზარ­მა­ზა­რი რე­სურ­სი და­ი­ხარ­ჯა არ­ჩევ­ნებ­ზე, ადა­მი­ა­ნუ­რიც, ემო­ცი­უ­რიც, ფი­ნან­სუ­რიც. ისე­დაც 3 თუ 4 პარ­ლა­მენ­ტა­რი ჰყავ­დათ და ახლა ორი დარ­ჩათ, აღარც და­ფი­ნან­სე­ბა აქვთ და აღარც კო­მი­სი­ის წევ­რი ეყო­ლე­ბათ. კა­ტას­ტრო­ფაა ,,ლე­ლოს­თვის“, მაგ­რამ რა, ახლა, რუს­თავ­ში რომ შუ­ა­ლე­დურ არ­ჩევ­ნებ­ზე აყე­ნებს ბად­რი ჯა­ფა­რი­ძე კან­დი­და­ტუ­რას, მო­ი­გებს?

ფასს არა­ფერს არ იხ­დის ამა­ში ,,ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“, იგებს იმას, რომ თა­ვი­სი ამომ­რჩევ­ლის კონ­სო­ლი­და­ცი­ას მე­ტად ახ­დენს და ოპო­ზი­ცი­ის ამომ­რჩე­ველ­ში იწ­ვევს უფრო მეტ ნი­ჰი­ლიზმს იმი­ტომ, რომ ოპო­ზი­ცი­ის ამომ­რჩე­ვე­ლი გა­გიჟ­და, გა­და­ი­რია ჩვე­ნი მა­ყუ­რე­ბე­ლი. ხან შევ­დი­ვართ, ხან არ შევ­დი­ვართ, ხან გა­მოვ­დი­ვართ, ხან არ გა­მოვ­დი­ვართ, ხან სი­ებს ვხსნით, ხან სი­ებს აღ­ვად­გენთ და გა­და­ი­რია ეს ხალ­ხი და კი­დევ კარგ ჭკუ­ა­ზე არი­ან ოპო­ზი­ცი­ის მომ­ხრე­ე­ბი. არ შე­იძ­ლე­ბა ასე. ჩვენ უნდა ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დეთ ბო­ლოს და ბო­ლოს რას ვა­კე­თებთ.

ოპო­ზი­ცი­ას იცით რა უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნა? არ უნდა შე­სუ­ლი­ყო პარ­ლა­მენ­ტში. შარლ მი­შე­ლი და­გიჯ­დე­ბო­და აქ და ერთ კვი­რას გა­ა­ტა­რებ­და თბი­ლის­ში. მა­ნამ­დე, სა­ნამ არ აი­ძუ­ლებ­და ,,ქარ­თულ ოც­ნე­ბას“, რომ ნა­ბი­ჯე­ბი გად­მო­ედ­გა. ჩემი დიდი პა­ტი­ვის­ცე­მა ჩვენს და­სავ­ლელ პარტნი­ო­რებს, მაგ­რამ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, კარ­გად გა­ი­აზ­როს და­სავ­ლეთ­მა, რო­მელ ქვე­ყა­ნას რო­გორ უნდა მი­უდ­გეს. არა ვართ ჩვენ არც მო­ნა­კო, არც ლიხ­ტენ­შე­ი­ნი, არც შვე­ი­ცა­რია, არც ავ­სტრია. ის, რაც სწო­რია შვე­ი­ცა­რი­ა­ში და ავ­სტრი­ა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სის თვალ­საზ­რი­სით, ის სა­ქარ­თვე­ლო­ში არ იმუ­შა­ვებს, როცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ხელ­ში აქვს ჩაგ­დე­ბუ­ლი 90-იანი წლე­ბის ბან­დი­ტურ რუ­სეთ­ში გამ­დიდ­რე­ბულ ოლი­გარ­ქს“, – გა­ნა­ცხა­და ნინო ბურ­ჯა­ნა­ძემ.