“ვისურვებდი, რომ ასეთი თავგამოდებით, ამ ახალგაზრდებს ქვეყნის ოკუპაციის წინააღმდეგ ებრძოლათ”

მამუკა გამყრელიძე

27254067f7c69d663585f4adc9f751d3

შეხედეთ  და დაინახავთ თუ რეალურად რა აწუხებს ქართველ ახალგაზრდობას. არა ქვეყნის დეოკუპაცია, არა ქვეყანაში რუსეთის გავლენის ზრდა, არა მცოცავი ოკუპაცია, არა კოლაბორაციონზმი, არა არაფორმალური მმართველობა, არამედ ბანალური პლანის წევა.
არც მე გახლავართ მარიხუანას მოწევისათვის ადამიანის დილეგში ჩაგდების მომხრე. მხოლოდ იმას ვისურვებდი, რომ ასეთი თავგამოდებით, ამ ახალგაზრდებს ქვეყნის ოკუპაციის წინააღმდეგ ებრძოლათ.

შეგახსენებთ: თეთრი ხმაურის მოძრაობისწევრებმა პარლამენტის წინ მასშტაბური აქცია გამართეს.  აქციის მონაწილენი საქართველოში არსებულ ნარკოპოლიტიკას აპროტესტებდნენ. მათ  გზა გადაკეტეს, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა.

კომენტარის დატოვება