თაბორის მთაზე Paragraph Tabori-სა და გოლფ კლუბის გახსნა 2023 წლის შემოდგომისთვის იგეგმება

თაბორის მთაზე სასტუმრო Paragraph Tabori-სა და გოლფ კლუბის გახსნა 2023 წლის შემოდგომისთვის იგეგმება. აღსანიშნია,რომ პროექტის განხორციელების ვადები პანდემიური რეალობიდან გამომდინარე შეიცვალა. სასტუმრო კომპლექსის გახსნა 2022 წლისთვის იგეგმებოდა.

დღემდე არსებული ინფორმაციით, Tabori – ის სასტუმროსა და გოლფ კლუბის განხორციელებისთვის 86 მლნ დოლარი დაიხარჯებოდა, თუმცა ტურიზმის განვითარების ფონდის ინფორმაციით, 2022 წლის იანვრის თვის მდგომარეობით, აღნიშნული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 128 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

თაბორის მთაზე სასტუმროს და გოლფ კლუბის პროექტის შესრულება 2018 წელს დაიწყო და მისი დასრულება თავდაპირველად 2021 წლისთვის იგეგმებოდა. დღეისთვის აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები მასშტაბური 402 009 კვ/მ რეკრეაციული ზონის მოსაწყობად, სადაც მთლიანი ტერიტორიის 95% გამწვანებული იქნება. რეკრეაციული სივრცე გააერთიანებს, ლანდშაფტთან შერწყმულ 9-ფოსოიან გოლფის მოედანს, ხელოვნურ ტბას და ჩოგბურთის კორტებს. ამასთან, პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს 177-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა, სადაც განთავსდება საცურაო აუზი, სპა ცენტრი, სავარჯიშო დარბაზი, რესტორანი და ა.შ.

თაბორზე Paragraph Tabori-ის და გოლფ კლუბის გახსნის თარიღმა 2023 წლისთვის გადაიწია

Panorama Tbilisi' – How Ivanishvili's ambitious project looks like - GeorgianJournal