,,მოულოდნელი რანაირად არის, 8 წელი ერთ ადგილას რომ ხარ?” – თამთა დემურიშვილი თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ

,,მოულოდნელი რანაირად არის, 8 წელი ერთ ადგილას რომ ხარ?” – ამის შესახებ, თამთა დემურიშვილმა სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის  უფროსმა მისი თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ განაცხადა.

მისი თქმით არ აქვს ზუსტი ინფორმაცია მისი დაკავებული პოზიციიდან მოხსნის შესახებ.

ცნობისთვის, გუშინ სასამართლო პროცესზე  მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ  თამთა დემურიშვილი იხსნება პენიტენციური დეპარტამენტის სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელობიდან და ეს ფაქტი დაკავშირებულია დემურიშვილის მხრიდან, მისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენასთან. საუბარია გონების დაკარგვის პირველ შემთხვევაზე.