ამინდი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,  12 – 18 დეკემბერს საქართველოში ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელებაა მოსალოდნელი.

სინოპტიკოსების ცნობით,12 – 13 დეკემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით წვიმიანი, მთაში თოვლიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +9, +14 გრადუსი იქნება.

14 – 18 დეკემბერს კვლავ მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, მაღალმთიან რაიონებში ქარბუქი. ჰაერის ტემპერატურა დაეცემა და დღისით 0, +5, ზოგან -1, -3 გრადუსი იქნება.

კომენტარის დატოვება