ზვიად ტომარაძე: ვინც ამათ მოქალაქეობაზე უარს ეტყვის…(ვიდეო)

F-news

ზვიად ტომარაძე

„საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI“-ის დირექტორი “

მეგობრებო! პარასკევს გითხარით რომ ფერეიდნელების მოქალაქეობის მიცემასთან დაკავშირებით, იუსტიციის სამინისტროში პრობლემებია.

როგორც იცით, პროექტში მონაწილე ფერეიდნელების პირველმა ჯგუფმა ორთვიანი კურსი გაიარა ქართულ ენაში, ყველანაირი საბუთი ჩააბარა იუსტიციის სამინისტროში, თითოეულმა გადაიხადა მოქალაქეობის საფასური 250 ლარი, გაიარა ონლაინ–გასაუბრება სკაიპით, მოქალაქეობაზე რეკომენდაცია მისცა საქართველოს ორმა მოქალაქემ. ჰოდა პარასკევს იუსტიციის სამინისტროს კომისიამ რომელიც 4 კაცისგან შედგება განაცხადეს, რომ თუ ფერეიდნელები ამ კვირაში ირანიდან საქართველოში არ ჩამოვლენ მოქალაქეობას ვერ მიიღებენ!

როგორც ვხედავთ, ეს კომისია ყველანაირად ცდილობდა ფერეიდნელებისთვის მოქალაქეობაზე უარი ეთქვა. მე პარასკევს შეგპირდით რომ ამ კომისიის წევრების სახელ–გვარს გამოვაქვეყნებდი. თუმცა ამ 4 წევრიდან ერთი ფერეიდნელების მხარეს ყოფილა და რადგან არ ვიცი რომელია ის ერთი პიროვნება, სანამ არ გავარკვევ, მათ გამოქვეყნებას მოვერიდები.

გარდა ამისა, ვესაუბრე იუსტიციის სამინისტროში და ავუხსენი, რომ თუ გააგრძელებენ ანტიეროვნულ პოლიტიკას და ფერეიდნელებს მოქალაქეობას არ მისცემენ, პრეზიდენტი შეპირებისამებრ მათ საგამონაკლისო წესით მოქალაქეობას მაინც მისცემს, ხოლო იმ კომისიის წევრებს კი საქვეყნოდ სახელ–გვარით გამოვაჭენებ და ვერ გადაურჩებიან ჩვენი მოქალაქეების რისხვას!!! მოკლედ დაველოდოთ, მოქალაქეობაზე პასუხი იუსტიციიდან ერთი კვირის შემდეგ უნდა იყოს!”

ეს კი მათთვის, თუ ვინმეს არ ახსოვს როგორი სიყვარული გამოხატეს ფერეიდნელმა ქართველებმა.

კომენტარის დატოვება