თქვენ უნდა გააკეთოთ არჩევანი თუ რომელ მხარეს დადგებით – ზელენსკი რუს ხალხს მიმართავს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საგანგებო ბრიფინგზე რუს ხალხს მიმართა და აღნიშნა, რომ ახლა მათი გადასაწყვეტია ისტორიის რომელ მხარეს იდგებიან ისინი.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საგანგებო ბრიფინგზე რუს ხალხს მიმართა და აღნიშნა, რომ ახლა მათი გადასაწყვეტია ისტორიის რომელ მხარეს იდგებიან ისინი.

პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, ახლა უკრაინის დამოუკიდებლობის მიტაცება მიმდინარეობს.

„ახლა მიმდინარეობს უკრაინის დამოუკიდებლობის მიტაცება, ახლა ოპონენტები არ არსებობენ, ჩვენ ახლა ყველა ერთიანი ვართ, მოქალაქეები ვართ… ჩვენ, მოქალაქეები უკრაინის ერთიანობას დავიცავთ. მინდა ვთქვა, რომ სანქციები, რომელიც დაწესებულია მნიშვნელოვანია, თუმცა ველოდებით დამატებით გამოხმაურებას.

ჩვენ არავის მივცემთ უფლებას ჩვენი ტერიტორიების დაპყრობა მოახდინოს. რუსეთი და უკრაინა ისტორიის სხვადასხვა მხარეს დგანან, ძალიან ბევრი რამე დამოკიდებულია რუს ხალხზე. მინდა რუსეთის მოქალაქეებს მივმართო. დღეს თქვენ უნდა გააკეთოთ არჩევანი თუ რომელ მხარეს დადგებით.

ისინი ვინც ახლა რუსეთში არიან და ჯერ კიდევ არ დაუკარგავთ სინდისი, მათ უნდა გამოთქვან პროტესტი ამ ომის წინააღმდეგ. რუსეთის მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ სიმართლე უკრაინის შესახებ. ჩვენ საათში ერთხელ გამოვალთ და საათში ერთხელ დაგელაპარაკებით თქვენ. ელაპარაკეთ ერთმანეთს, გაუზიარეთ ნამდვილი ადამიანების ემოციები ერთმანეთს“, – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი.