,,დადგა მომენტი, რომ ერთხელ და სამუდამოდ გადაწყდეს უკრაინის გაწევრიანება ევროკავშირში” – ვოლოდიმირ ზელენსკი

დადგა გადამწყვეტი მომენტი, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაიხუროს ხანგრძლივი დისკუსია და გადაწყდეს უკრაინის გაწევრიანება ევროკავშირში – ამის შესახებ განცხადებას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.

ზელენსკი ამბობს, რომ ის ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს უკრაინის დახმარების შემდგომ ნაბიჯებზეც ესაუბრა.

“დადგა გადამწყვეტი მომენტი, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაიხუროს ხანგრძლივი დისკუსია და გადაწყდეს უკრაინის გაწევრიანება ევროკავშირში. ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ერთად ვისაუბრე შემდგომ ქმედით დახმარებაზე და უკრაინელების გმირულ ბრძოლაზე თავისუფალი მომავლისთვის”,- წერს ზელენსკი.