კიევი და დედაქალაქის გარშემო საკვანძო ქალაქები კონტროლდება ჩვენი არმიის მიერ – ზელენსკი

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიმართვაში აცხადებს.

“ჩვენ გავუძელით და წარმატებით მოვიგერიეთ მტრის თავდასხმები. ბრძოლა გრძელდება ჩვენი ქვეყნის ბევრ ქალაქსა და რაიონში, მაგრამ ჩვენ ვიცით რას ვიცავთ – ქვეყანას, მიწას, ბავშვების მომავალს. კიევი და დედაქალაქის გარშემო საკვანძო ქალაქები კონტროლდება ჩვენი არმიის მიერ. ოკუპანტებს სურდათ ჩვენი სახელმწიფოს ცენტრის გადაკეტვა და მათი მარიონეტების დაყენება, როგორც დონეცკში, ჩვენ ჩავშალეთ მათი გეგმა” – აღნიშნავს ზელენსკი.